ევროპის დღე: ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს საერთო ფასეულობების — მშვიდობის და დემოკრატიის დასაცავად
მაისი 10, 2022

ევროპის დღე: ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს საერთო ფასეულობების — მშვიდობის და დემოკრატიის დასაცავად


ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ევროპის დღეს, 9 მაისს და იმ წელს, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა, ქვეყნისადმი ევროკავშირის მხარდაჭერაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს ძლიერი, განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფოს შენების პროცესში COVID-ის და სხვა კრიზისების პერიოდში. ამასთან, ის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ურყევი სიმტკიცით უჭერს მხარს.

ჰარცელის თანახმად, ევროპის დღეს აღინიშნება ევროპის შესახებ ახალი ხედვა, რომელსაც 72 წლის წინ შუმანის დეკლარაციით ჩაეყარა საფუძველი: „იმ დროს, როდესაც ევროპა ჯერ კიდევ გამანადგურებელი ომის ფერფლიდან აღდგენის პროცესში იყო, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, აღარ დაეშვა ომები ევროპაში“.

„მართალია, ჩვენ ამ ხედვის ერთგულები ვრჩებით, თუმცა, სამწუხაროდ, სხვები უხეშად და ტრაგიკულად ახდენენ განსხვავებული თვალსაზრისის დემონსტრირებას“, — განაცხადა ელჩმა, — „როდესაც რუსეთი თავის გაუმართლებელ ომს აწარმოებს ევროპაში, ჩვენ ერთად ვუცხადებთ უკრაინას მტკიცე სოლიდარობას იმ ფასეულობების და პრინციპების საფუძველზე, რომლებიც გვაერთიანებს და რომელსაც ჩვენი კავშირი ემყარება“.

„აქ, საქართველოში ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა იმავე ფასეულობებზეა დამყარებული“, — აღნიშნა კარლ ჰარცელმა, — „ესაა პარტნიორობა, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეტანა — მისი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებების შესაბამისად და ცივილიზაციურ ფესვებზე დაყრდნობით“.

წელს საქართველოში ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები რეჟისორ გიორგი ქველიძის მიერ გადაღებული ახალი ფილმის, „მე და ევროპა“, გარშემო დაიგეგმა. ფილმი ევროპისა და საქართველოს საერთო ფასეულობებს წარმოაჩენს და საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ისტორიებს გვიყვება.

2022 წლის ევროპის დღისთვის შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრემიერა 9 მაისს 21:00 საათზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook-ის გვერდზე შედგა.

დამატებითი ინფორმაცია 

ელჩის განცხადება

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,