ევროპარლამენტი კანდიდატის სტატუსზე უკრაინის განცხადებას მიესალმება
მარტი 2, 2022

ევროპარლამენტი კანდიდატის სტატუსზე უკრაინის განცხადებას მიესალმება


1 მარტს ევროპარლამენტმა მიიღო უკრაინის განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. სხდომის განხილვის თემა იყო „რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნის პასუხად, მეცოლამ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი აღიარებს უკრაინის ევროპულ პერსპექტივას. „როგორც ეს მკაფიოდ არის აღნიშნული ჩვენს რეზოლუციაში, ჩვენ მივესალმებით უკრაინის განაცხადს კანდიდატის სტატუსის მიღების თაობაზე და ვიმუშავებთ ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ ერთად უნდა შევხვდეთ მომავალს“.

ევროპარლამენტში უკრაინის მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტიც, ურსულა ფონ დერ ლაიენი. „ჩვენი ბოლო საუბრისას მან კიდევ ერთხელ მითხრა, რომ მისი ხალხის ოცნება ჩვენს კავშირში გაწევრიანებაა“, — აღნიშნა მან პრეზიდენტ ზელენსკიზე საუბრისას, — „დღეს ევროკავშირი და უკრაინა ამ მიზანთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს. წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა. ჩვენ ამ ომს ბოლო უნდა მოვუღოთ. და მომავალ ნაბიჯებზე უნდა ვილაპარაკოთ. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ: ამ ნახევარსფეროში ეჭვი არავის ეპარება, რომ ხალხი, რომელიც ასეთი სიმამაცით იბრძვის ჩვენი ევროპული ფასეულობების მხარდასაჭერად,  ევროპულ ოჯახს ეკუთვნის“.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ… გული გადაგვიშალა“, — დაურთო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, — „მან ილაპარაკა განცხადების შესახებ, რომლის ოფიციალური ადრესატები ახლა ჩვენ ვართ… და ახლა ჩვენზე, ევროპელებზეა დამოკიდებული ამ მოვლენაზე სათანადო რეაგირება“. მან ასევე აღნიშნა, რომ მიღება „რთული საკითხია, რადგან ის გაფართოებას უკავშირდება“. 

„და ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირში არსებობს ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებები, რომლებიც ზოგჯერ ამ საკითხზე შეიძლება იყოს ნიუანსირებული“, — განაცხადა მიშელმა, — „ევროკომისიამ უნდა გამოიტანოს ის დასკვნა, რომელზეც საბჭო უარს არ იტყვის. საბჭომ სერიოზულად უნდა გააანალიზოს ის სიმბოლური, პოლიტიკური, მძლავრი და, ჩემი ზარით, ლეგიტიმური მოთხოვნა, რომელიც გამოითქვა. მერე კი მისცეს პროცესებს მიმართულება და გააკეთოს სწორი, რაციონალური და გადამწყვეტი არჩევანი იმ მოთხოვნის პასუხად, რომელიც დღეს გაკეთდა — პირისპირ და იმგვარი ემოციით, რომელიც ყველა ჩვენგანზე ზემოქმედებს“.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,