ევროკომისარი ვარჰეი: „საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ჩემი სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდანაა ამოღებული“
მაისი 28, 2024

ევროკომისარი ვარჰეი: „საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ჩემი სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდანაა ამოღებული“


ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან მისი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი „კონტექსტიდან იყო ამოღებული“.

„ვინაიდან სრულად ვაცნობიერებ ქართული საზოგადოების ძალიან ძლიერ პროევროპულ განწყობას, ჩემი სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ჩავთვალე, პრემიერის ყურადღება მიმეპყრო იმაზე, რომ ამ კანონის მიღებით არ გამწვავებულიყო ისედაც მყიფე ვითარება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი პოლარიზაცია და შესაძლო უკონტროლო სიტუაციები თბილისის ქუჩებში,“ — განაცხადა ვარჰეიმ, — „ამასთან დაკავშირებით, სლოვაკეთის ბოლო ტრაგიკული მოვლენა მოყვანილი იქნა როგორც  მაგალითი და იმაზე მითითება, თუ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში“.

მისივე თქმით, საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში ის სწევს დიდ ძალისხმევას,  რომ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადაათქმევინოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, „რომელსაც შეუძლია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას“.

„მე კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, არ მიიღოს კანონი”, — დასძინა ევროკომისარმა, — “ამას გთხოვთ, ასევე, როგორც საქართველოს კარგად ნაცნობი და აქამდე პატივცემული მეგობარი“.

„მე ვაგრძელებ მხარდაჭერას ქართველების, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იღვწიან“.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,