ევროკომისარი გაფართოების საკითხებში: „საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საგანგაშოა“
თებერვალი 7, 2025

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში: „საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საგანგაშოა“


6 თებერვალს გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს „საგანგაშო“ უწოდა.

სოციალურ ქსელ X-ზე მან დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები „უფრო მეტად გამოუთხრის ძირს მოქალაქეთა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას“. 

„საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს საქართველოს ევროკავშირის გზას, საქართველოს მოქალაქეების ნების შესაბამისად“, – აღნიშნა მარტა კოსმა. 

მანამდე, 2 თებერვალს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა დაგმო თბილისში მშვიდობიანი  დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების დარბევა და ამას „მიუღებელი“ უწოდა.

„საქართველო კანდიდატი ქვეყნისთვის შესაფერის ვერანაირ მოლოდინს ვერ ამართლებს“, – დაწერა კალასმა X-ზე, – „ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში“. 

დამატებითი ინფორმაცია

მარტა კოსის განცხადება X-ზე

კაია კალასის განცხადება X-ზე



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,