ევროკავშირმა უკრაინას გადაუდებელი დახმარების სახით 300 მილიონი ევრო გამოუყო
მარტი 14, 2022

ევროკავშირმა უკრაინას გადაუდებელი დახმარების სახით 300 მილიონი ევრო გამოუყო


11 მარტს ევროკომისიამ უკრაინას გადაუდებელი მაკროფინანსური დახმარების სახით 300 მილიონი ევრო გამოუყო. თანხა სასწრაფო წესით გადაირიცხება, რათა რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის ფონზე, უკრაინის მაკროეკონომიკური სტაბილურობა გააძლიეროს.

ეს იმ 600 მილიონი ევროს ოდენობის პირველი ტრანშის საწყისი ნაწილია, რომელიც უკრაინის ახალი, 1.2 მილიარდი ევროს ოდენობის გადაუდებელი მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში გაიცემა. დამატებით 300 მილიონი ევროს ოდენობის მეორე ტრანში, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გამოიყოფა. 

იმავდროულად, ევროკომისია უკრაინისთვის გადაუდებელი დახმარების გასაწევად სხვა მიმართულებებითაც მუშაობს. ეს მოიცავს დახმარებას როგორც ჰუმანიტარულ, ისე სამოქალაქო თავდაცვის სფეროში. 1 მარტს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული კრიზისის აღმოსაფხვრელად ევროკავშირი დამატებითი დაფინანსების სახით მინიმუმ 500 მილიონ ევროს გამოყოფდა.

„პუტინის გაუმართლებელი ომი უკრაინისა და მისი მამაცი ხალხისთვის არა მარტო სასტიკი სამხედრო ინტერვენცია, არამედ ეკონომიკური წნეხიცაა, — აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა“, — „ევროპა მყარად დგას უკრაინელების გვერდით. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ დღეს ევროკავშირმა უკრაინის ფინანსების მხარდასაჭერად 300 მილიონი ევროს ოდენობის გადაუდებელი მაკროფინანსური დახმარება გამოყო. ამას დამატებითი დაფინანსებები და დახმარების პაკეტებიც მოჰყვება“.

„ეს ის კრიტიკული პერიოდია, როდესაც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება ჩვენი დახმარება“, — დასძინა ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკონომიკის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისმა, — „ჩვენ გადაუდებელი მაკროფინანსური დახმარების პირველ ნაწილს უკრაინას რეკორდული სისწრაფით ვაწვდით… უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიით გამოწვეული უსაზღვრო ტანჯვისა და გაჭირვების პერიოდში, ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებაა. ევროპა აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინას ამ უმძიმეს პერიოდში, რადგან მისი ხალხი — სუვერენული სახელმწიფოს ხალხი — დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის იბრძვის“.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,