ევროკავშირმა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სამაშველო აღჭურვილობა გადასცა
დეკემბერი 15, 2022

ევროკავშირმა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სამაშველო აღჭურვილობა გადასცა


დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სამაშველო ოპერაციებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადასცა. 

კერძოდ, უწყებამ მიიღო მაღალი გამავლობის შვიდი მანქანა, სამი ყველგანმავალი, სამი დრონი, თხილამურებისა და სათხილამურო აღჭურვილობის 40 კომპლექტი და სამძებრო აღჭურვილობის 12 ერთეული. 

„ვიმედოვნებთ, რომ გადაცემული აღჭურვილობა და მას დართული ტექნიკური დახმარება გააუმჯობესებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეაგირებას კრიზისულ სიტუაციებში და მისცემს მას შესაძლებლობას, უკეთ დაიცვას საქართველოში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, — განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, კატალინ გერმანმა.

ევროკავშირი პროექტის, „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 2.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერას უწევს. გაეროს მომსახურების ოფისის (UNOPS) მიერ მართული ეს პროექტი პროგრამის, „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“ (SAFE), ფარგლებში ხორციელდება.

მომავალი წლიდან ევროკავშირი უწყებას დამატებით მხარდაჭერას გაუწევს. კერძოდ, განვითარდება ინციდენტების მართვის სისტემები, ასევე შემუშავდება სტანდარტული საოპერაციო პროცედურები და ხანძარსაწინააღმდეგო ევროპული სტანდარტები.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი


თემაზე

დეკემბერი 1, 2023

ევროპის განათლების ფონდის 2024 წლის სამუშაო პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება კანდიდატ ქვეყნებს დაეთმობა

ნოემბერი 30, 2023

სალომე ზურაბიშვილი ყვარლის ევროკლუბის 4 წლის საიუბილეო ღონისძიებას ეწვია 

ნოემბერი 30, 2023

ევროკავშირმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და საქართველომ ქვეყნის მწვანე გარდაქმნის მხარდასაჭერი რეფორმების პროგრამა მიიღეს

ნოემბერი 29, 2023

ევროკავშირის დაფინანსებითა და UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების თემაზე კონფერენცია ჩაატარა

ნოემბერი 27, 2023

ევროპარლამენტი რუსული საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის გატაცებას გმობს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,