ევროკავშირმა საქართველოს კიბერდანაშაულთან საბრძოლველად მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა გადასცა
ივნისი 23, 2023

ევროკავშირმა საქართველოს კიბერდანაშაულთან საბრძოლველად მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა გადასცა


ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს 219,244 აშშ დოლარის ღირებულების მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა გადასცა.

სპეციალური აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს უკეთ შეეძლებათ კიბერდანაშაულის იდენტიფიცირება, ციფრული მტკიცებულებების შეგროვება და ანალიზი, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიმართულ კიბერშეტევებზე რეაგირება და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობის ციფრული ექსპერტიზა. 

ევროკავშირის მიერ გადაცემული აღჭურვილობა განსაკუთრებით გამოსადეგი იქნება ისეთი ტიპის დანაშაულთა გამოსაძიებლად, როგორიცაა ორგანიზებული დანაშაული, ბავშვთა პორნოგრაფია, ფიშინგი/მავნე პროგრამები, ინფორმაციის უკანონო მითვისება/ქურდობა, სხვადასხვა სახის ინტერნეტთაღლითობა და სხვა.

აღჭურვილობა, რომელიც გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS) „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის” (SAFE) პროგრამის ფარგლებში შეიძინა, საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ეფექტიანობის, პროდუქტიულობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 26, 2024

ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,