ევროკავშირმა „ევრატომის“ კვლევისა და ტრენინგის პროგრამა დაამტკიცა
მაისი 21, 2021

ევროკავშირმა „ევრატომის“ კვლევისა და ტრენინგის პროგრამა დაამტკიცა


12 მაისს ევროკავშირის საბჭომ მიიღო რეგულაცია, რომელიცევრატომის“ 2021-2025 წლების სამეცნიერო კვლევისა და ტრენინგის პროგრამას ამტკიცებს. პროგრამის ბიუჯეტი 1.38 მილიარდ ევროს აღემატება. ის ევროპული ჩარჩოს მეორე პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპისსაქმიანობას გააფართოებს.

ახლადმიღებული პროგრამის მიზანია, მხარი დაუჭიროს ბირთვული სინთეზის და დაშლის კვლევებსა და ევროკავშირის კიბოს დაძლევის გეგმას. ის ასევე ბირთვული ფიზიკის სფეროში ევროპის ექსპერტული ცოდნის გაღრმავებასა და კომპეტენციების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. პროგრამა ევროპული კვლევის იმ სტრატეგიული გეგმის განხორციელებასაც დაეხმარება, რომელიც ენერგიის თერმობირთვული სინთეზის გზით მიღებას ისახავს  მიზნად. ეს მეთოდი დაბალნახშირბადიანი ელექტროენერგიის ფართომასშტაბიან და გრძელვადიან წარმოებას გახდის შესაძლებელს

ამას გარდა, პროგრამა ინიციატივის, მარი სკლოდოვსკაკიურის აქტივობები, ფარგლებში შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბირთვული ფიზიკის ექსპერტთა მობილობის, განათლების დონისა და პროფესიული უნარჩვევების გასაუმჯობესებლად.

ევრატომისერთერთი მიმდინარე პროექტია HARMONIC („გულის რენტგენოსკოპიის და თანამედროვე რადიოთერაპიის გავლენა ბავშვთა ჯანმრთელობაზე“). 2019 წელს დაწყებული პროექტისთვისევრატომისმიერ გაწეულმა მხარდაჭერამ 7 მილიონი ევრო შეადგინა. პროექტს ხელმძღვანელობს 24 პარტნიორი ევროკავშირის 11 წევრი ქვეყნიდან, უკრაინიდან და შვეიცარიიდან. ამ კვლევის ფარგლებში ფართოდ გამოიყენება რადიაციული დიაგნოსტიკური და სამკურნალო მეთოდები, რამაც კიბოს მქონე პედიატრიულ პაციენტებში  ადრეული დიაგნოსტიკის მაჩვენებლების გაუმჯობესებასა და სიცოცხლის გადარჩენას შეუწყო ხელი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ევრატომის კვლევისა და ტრენინგის პროგრამა

ჰორიზონტი ევროპა

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,