29 სექტემბერს საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ ათი სატვირთო ავტომანქანა მიიღო. 790 000 ევროს ღირებულების ტრანსპორტი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) ევროკავშირის ფინანსური დახმარებით შეიძინა.
მოკლე შასის მქონე სატვირთო ავტომანქანები რთულ რელიეფზეც მარტივად გადაადგილდებიან. მათი დახმარებით სასაზღვრო პოლიცია იმ მესაზღვრეებს მოამარაგებს მასალებითა და აღჭურვილობით, რომლებიც მიუვალ ადგილებში მდებარე სასაზღვრო სამმართველოებში და სექტორებზე მსახურობენ.
სატვირთო მანქანები სასაზღვრო პოლიციას პროექტის, „საზღვრისა და მიგრაციის მართვის ხელშეწყობისკენ მიმართული ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)“, ფარგლებში გადაეცა. პროექტს 2022 წელს „ევროკავშირის მედეგობის მექანიზმის“ ნაწილად ჩაეყარა საფუძველი და მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობას მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,