16 ივნისს ევროკავშირმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) საქართველოს სანაპირო დაცვას ოთხი თანამედროვე ნავი გადასცეს.
სწრაფი რეაგირების ნავები, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ლარია, ფოთსა და ბათუმში განაწილდება. ისინი საქართველოს სანაპირო დაცვას შიდა წყლების პატრულირებაში, სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ეფექტიანობის გაზრდაში და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებაში დაეხმარება.
ნავების ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები სანაპირო დაცვის საჭიროებებსაა მორგებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი საქართველოში უკვე არსებულ საზღვაო სამეთვალყურეო აღჭურვილობასთან და სისტემებთან თავსებადები არიან.
„უსაფრთხო და დაცული საზღვრები მნიშვნელოვანია საქართველოს — ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის — მოქალაქეებისთვის. შავი ზღვის, როგორც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ფიზიკური ხიდის, და მის გარშემო ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოსთვის და ევროკავშირისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს“, — ფოთში ჩატარებული ცერემონიის დროს განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა.
ნავები საქართველოს პროექტის, „საზღვრის ინტეგრირებული მართვის მხარდაჭერა საქართველოში“, ფარგლებში გადაეცა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) პროექტს „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ (SAFE) პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,