ევროკავშირმა და ჯანმომ ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად საქართველოს 300 მაცივარი გადასცეს
ოქტომბერი 4, 2021

ევროკავშირმა და ჯანმომ ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად საქართველოს 300 მაცივარი გადასცეს


29 სექტემბერს ევროკავშირმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) საქართველო 300 სამედიცინო მაცივრით მოამარაგეს. 

გარდა ამისა, ევროკავშირმა და ჯანმომ საქართველოს გადასცეს ვაქცინების გადამზიდავი სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების უსაფრთხო მიწოდებას გაამარტივებს. ეს აღჭურვილობა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაეცა.

აღნიშნული დახმარება ევროკავშირის და ევროპის გუნდის მიერ გაწეული იმ უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და გადანაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდი ლარისგან შედგება. ეს მსოფლიო მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინიციატივის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს COVID-19-ის პანდემიის დამარცხებაში, რაც საზოგადოების დაუცველი ჯგუფების ხელშეწყობასა და ეკონომიკურ აღდგენასაც მოიაზრებს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,