საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდეროვიჩი და USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯუნიპერ ნილი იმერეთსა და შიდა ქართლს ეწვივნენ.
სტუმრები შეხვდნენ საზოგადოების წევრებს, რომლებთანაც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის საქართველოსთან ხანგრძლივ პარტნიორობაზე ისაუბრეს. მათ ის პროგრამები მიმოიხილეს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოების, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლას უწყობს ხელს.
ორდღიანი მოგზაურობისას სენდეროვიჩი და ნილი USAID-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერილი ბიზნესებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ შორის იყვნენ: მეწარმე ქალები კონფლიქტით დაზარალებული სოფლებიდან; მოცვის მწარმოებელი ფერმერები, რომლებსაც პროდუქცია ევროკავშირში ექსპორტით გააქვთ; ადგილობრივი ჟურნალისტები, რომლებიც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებს აშუქებენ; სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიას აძლიერებენ. მათ ასევე მოინახულეს ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეხმარება, რომ აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
სენდეროვიჩმა და ნილმა შეხვედრებზე განიხილეს, თუ რა სარგებელი მოაქვს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საქართველოსთვის, როგორც ეხმარება USAID-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერა ქართველ ხალხს და რა მიმართულებებით უნდა გაგრძელდეს აშშ-ისა და ევროკავშირის ეფექტიანი თანამშრომლობა მოქალაქეებთან, ოჯახებთან და თემებთან მთელ საქართველოში.
„ვიზიტის დროს სხვადასხვა ჯგუფთან ჩვენი შეხვედრისას სასიამოვნო იყო იმის დანახვა, თუ როგორ შეცვალა მათთვის გაწეულმა მხარდაჭერამ ადამიანებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების ცხოვრება“, – აღნიშნა ნიკოლას სენდეროვიჩმა, – „ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მოქალაქეების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რადგან ისინი ნათელი მომავლისკენ ისწრაფვიან”.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,