11 ივლისს ევროპის 16 ქვეყნისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მკაცრად დაგმეს საქართველოს ოპოზიციის ლიდერების ბოლოდროინდელი პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები და დაკავებები. ეს მოვლენები მათ ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობის აშკარა მცდელობად შეაფასეს.
მათ დაურთეს, რომ უყოყმანოდ გამოიყენებენ მათთვის ხელმისაწვდომ „ცალმხრივ თუ მრავალმხრივ ინსტრუმენტებს, თუკი საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ძირგამომთხრელი ნაბიჯების გადადგმას საქართველოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის საზიანოდ“.
იმ ევროპულ ქვეყნებს შორის, რომლებიც ამ განცხადებას უერთდებიან, არიან ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, ესპანეთი და შვედეთი.
„მათი დაკავება, ასევე, თვითნებური დაპატიმრებები და საქართველოს ხელისუფლების სხვა კრიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, საპროტესტო გამოსვლების მშვიდობიანი მონაწილეების და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ რეპრესიების ზრდა ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიის ნგრევას და მის ავტორიტარულ სისტემად სწრაფ გარდაქმნას, რაც ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება“, აღნიშნულია საერთო განცხადებაში, „ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას“.
განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა გამოიწვია ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება, რაც საქართველოსთვის დახმარებისა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შემცირებასაც გულისხმობს. „დღეს საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მიღწევებსა და ჩვენს ქვეყნებთან ურთიერთობებს“, ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მინისტრებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად ჩაერთოს დიალოგში ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან. „კურსის შეცვლა ჯერ კიდევ არ არის გვიან“, ვკითხულობთ განცხადებაში.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,