ევროკომისიამ და Fundació Mies van der Rohe-მ ევროკავშირის თანამედროვე არქიტექტურის/მის ვან დერ როეს კონკურსის (EUmies Awards) 2026 წლის ნომინანტები და ჟიური გამოაცხადეს.
ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის მიერ მხარდაჭერილი კონკურსი, რომელიც მეცხრამეტედ ტარდება, 40 ქვეყნისა და 143 რეგიონის 410 ნამუშევარს აერთიანებს. შერჩეული ნამუშევრები ევროპის არქიტექტურული ლანდშაფტის მრავალფეროვნებას, შემოქმედებითობასა და სიმდიდრეს ასახავენ.
ნომინანტთა შორის მოხვდა 8 პროექტი საქართველოდან, ასევე, 13 პროექტი უკრაინიდან, 4 პროექტი სომხეთიდან და ერთი პროექტი მოლდოვიდან.
ნომინანტები ეროვნულმა არქიტექტურულმა ასოციაციებმა, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა და საკონსულტაციო კომიტეტმა წარადგინეს. ისინი წარმოაჩენენ ყველაზე მნიშვნელოვან არქიტექტურულ ნამუშევრებს, რომლებიც 2023 წლის მაისიდან 2025 წლის აპრილამდე პერიოდში აშენდა.
ნომინანტებიდან ჟიური მოკლე სიისთვის შეარჩევს 40 გამორჩეულ პროექტს, რომლებიც 2026 წლის იანვარში გამოცხადდებიან, მომდევნო თვეს კი მათ შორის შვიდი ფინალისტი შეირჩევა. 2026 წლის გაზაფხულზე ჟიურის წევრები ფინალისტების ძეგლებს ეწვევიან და უშუალოდ გაეცნობიან არქიტექტორებს, კლიენტებს, მომხმარებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას.
არქიტექტურისა და პერსპექტიული არქიტექტურის ნომინაციების გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2026 წლის აპრილში ქალაქ ოულუში, რომელიც ევროპის 2026 წლის ორი კულტურული დედაქალაქიდან ერთ-ერთია.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,