ევროკავშირის სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემების გამოყენების ეთიკური გზამკვლევი ქართულადაც გამოიცა
ივნისი 20, 2024

ევროკავშირის სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემების გამოყენების ეთიკური გზამკვლევი ქართულადაც გამოიცა


ევროკომისიის სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტისა (AI) და მონაცემების გამოყენების ეთიკური გზამკვლევი უკვე ქართულ ენაზეცაა ხელმისაწვდომი.

გზამკვლევი, რომელიც პირველად 2022 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა, განკუთვნილია დაწყებითი და საშუალო სკოლის მასწავლებლებისთვის და განათლების სფეროს სპეციალისტებისთვის, რომლებსაც ციფრული განათლების მცირე ან არანაირი გამოცდილება არ აქვთ.

გზამკვლევი მკაფიოდ განმარტავს ხელოვნური ინტელექტის შესახებ ფართოდ გავრცელებულ მცდარ წარმოდგენებს, რომლებმაც, შესაძლოა, დააბნიოს ადამიანები და გამოიწვიოს უნდობლობა მისი გამოყენებისადმი — განსაკუთრებით განათლების სფეროში.

გზამკვლევში ასევე განხილულია ეთიკური მოსაზრებები და მოთხოვნები, რომლებსაც ის ეფუძნება. ამასთან, მასში მასწავლებლებისა და სკოლების ხელმძღვანელებისთვის შეთავაზებულია პრაქტიკულ რჩევები, თუ როგორაა შესაძლებელი ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემების ეფექტიანად გამოყენება სასკოლო განათლებაში.

სულ ბოლოს, გზამკვლევი მიმოიხილავს  ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემების ეთიკური გამოყენების კომპეტენციებს პედაგოგებისთვის და ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთქმედების გზებს. 

ქართულენოვანი გზამკვლევის 5,000 ნაბეჭდი ეგზემპლარი და თანმდევი საინფორმაციო ბიულეტენი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება არასამთავრობო ორგანიზაციების, ფორმალური და არაფორმალური განათლების ცენტრების, პროფესიული ასოციაციების, უნივერსიტეტების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების განყოფილების დახმარებით.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

გზამკვლევი ქართულ ენაზე

საინფორმაციო ბიულეტენი ქართულ ენაზე



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,