24 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე სხვა თემებს შორის საქართველოს საკითხიც განიხილეს. კერძოდ, საბჭოზე იმსჯელეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე — მათ შორის, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებასა და ძალაში შესვლაზე.
„ვწუხვართ, რომ მათ შორის ოფიციალური პირების მიერაც ფართოდ ვრცელდება დეზინფორმაცია ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე. ჩვენ საქართველოს მთავრობის უმაღლესი რანგებიდან მოვისმინეთ გასაოცარი განცხადებები, თითქოს ეს კანონი ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს. მე მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ეს ასე არაა. ეს კანონი და მის გარშემო მიმდინარე ნეგატიური მოვლენები საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, — „თუკი მთავრობა არ შეცვლის სამოქმედო გეგმას, საქართველო ვერ წაიწევს წინ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“.
მან დაურთო, რომ ევროკავშირი გაზრდის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და საარჩევნო პროცესის მხარდაჭერას და დაუპირისპირდება დეზინფორმაციას. იმავდროულად, ევროკავშირი გააგრძელებს ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს შესაბამის ზომებს.
„ჩვენ შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოსთან“, — აღნიშნა ბორელმა, — „ჩვენ განვიხილავთ მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას და ასევე გადავხედავთ ევროპის სამშვიდობო მექანიზმის მეშვეობით მხარდაჭერის საკითხს. ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას და მივიღებთ დამატებით ზომებს მდგომარეობის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში“.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,