ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის დამატებით შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის გამოყოფაზე შეთანხმდნენ 
მარტი 23, 2022

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის დამატებით შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის გამოყოფაზე შეთანხმდნენ 


22 მარტს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახალ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. მის თანახმად, უკრაინას დამატებით 500 მილიონი ევროს ღირებულების შეიარაღება და სამხედრო აღჭურვილობა გამოეყოფა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა სახელმწიფო კვლავაც „ერთსულოვნად არის გაერთიანებული უკრაინის მხარდასაჭერად“. ეს მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზე დიპლომატიურ თანადგომასა და ფინანსურ, ჰუმანიტარულ თუ უკრაინის სამხედრო ძალების დახმარებას გულისხმობს. 

ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი „გააგრძელებს რუსეთის იზოლირებას და ომის დანაშაულებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის უხეში დარღვევებისთვის მისთვის პასუხის მოთხოვნას“.

გარდა ამისა, თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ შეხვედრაზე ევროპულმა საბჭომ ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის გასაძლიერებლად სტრატეგიული კომპასი დაამტკიცა. 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტის მიღება „ერთიანობის და სიმტკიცის მძლავრ სიგნალს გზავნის“. თუმცა მან დასძინა, რომ ეს არ ყოფილა უკრაინაში მიმდინარე ომზე პასუხი. „ჩვენ მუშაობა ორი წლის წინ დავიწყეთ, მაგრამ ერთობ დროულია, რომ სტრატეგიული კომპასი სწორედ ახლა დავამტკიცეთ — მაშინ, როდესაც, ვგონებ, ევროპის ყველა მოქალაქეს შეუძლია გაიგოს იმ დოკუმენტის მიზანი, რომელიც ევროკავშირის, როგორც უსაფრთხოების უზრუნველმყოფელის, გაძლიერებას ემსახურება“.

ბორელის განცხადებით, დღეს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს სამხედრო დანახარჯები ჯამში დაახლოებით 200 მილიარდ ევროს უტოლდება. ეს თითქმის ოთხჯერ აღემატება რუსეთს სამხედრო დანახარჯებს. თუმცა, მისი თქმით, თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე ევროკავშირი მთლიანი შიდა პროდუქტის 1.5%-ზე მეტს უნდა ხარჯავდეს: “ჩვენ მეტი უნდა დავხარჯოთ. მაგრამ უნდა დავხარჯოთ უკეთ. უკეთ დახარჯვა დუბლირების და ხარვეზების თავიდან აცილებას ნიშნავს“. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ სურს ევროპული ჯარის შექმნა — ჯარები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ჰყავთ.

ბორელმა დასძინა, რომ საბჭო ევროკავშირის სწრაფი რეაგირების შენაერთის შექმნაზე შეთანხმდა. ეს ევროკავშირს საშუალებას მისცემს, კრიზისებზე საპასუხოდ გაწვრთნილი და აღჭურვილი 5,000 სამხედროს მობილიზაცია მოახდინოს. „ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს მართვისა და კონტროლის პოტენციალს და ერთად ჩავატარებთ საველე სწავლებებს. მსგავსი რამ აქამდე არასოდეს მომხდარა“, — აღნიშნა ბორელმა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ჯოზეფ ბორელის შენიშვნები



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,