ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ზუგდიდში ახალ რეგიონულ ოფისში გადავიდა
სექტემბერი 10, 2024

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ზუგდიდში ახალ რეგიონულ ოფისში გადავიდა


6 სექტემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM)  ზუგდიდში ახალ რეგიონულ ოფისში ოფიციალურად გადავიდა. ეს არის „მნიშვნელოვანი ეტაპი“ მისიის მიმდინარე ძალისხმევაში, შეინარჩუნოს თავისი ოპერაციული შესაძლებლობები აფხაზეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, ნათქვამია EUMM-ის პრესრელიზში.

ცოტნე დადიანის 25-ში მდებარე ახალი რეგიონული ოფისი, რომელმაც თავისუფლების ქუჩის 8 ნომერში მდებარე ოფისი ჩაანაცვლა, მისიის მზარდი საჭიროებების დაკმაყოფილებაზეა მორგებული. ის აღჭურვილია თანამედროვე მოწყობილობით, მოწინავე საკომუნიკაციო ხელსაწყოებით და უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით.

„ეს ნაბიჯი უფრო მეტი მნიშვნელობისაა, ვიდრე შენობის ჩანაცვლება. ეს ახალი შენობა საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენი გრძელვადიანი თავდადების სიმბოლოა. კერძოდ, ეს ასახავს ჩვენს მუდმივ ერთგულებას, მხარი დავუჭიროთ აფხაზეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ კონფლიქტით დაზარალებულ თემებს“, – გახსნის ცერემონიაზე განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა, ბეტინა პატრიცია ბუგანიმ. 

წინა რეგიონულ ოფისს, რომელიც 2008 წლის დეკემბრიდან თითქმის 16 წელი ფუნქციონირებდა, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოპერაციებისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში მისიამ საქართველოში სტაბილურობის ხელშესაწყობად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მუდმივი მონიტორინგის, ნდობის აღდგენის ძალისხმევისა და მიუკერძოებელი ანგარიშგების მეშვეობით. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,