ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მონიტორინგს აძლიერებს
ნოემბერი 9, 2023

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მონიტორინგს აძლიერებს


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) საქართველოს  ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ სადამკვირვებლო წარმომადგენლობა გაზარდა. ესაა საპასუხო ქმედება 6 ნოემბრის ძალადობრივ ინციდენტზე, როდესაც რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

მონიტორინგის გაძლიერების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ტიბორ კოზმამ 7 ნოემბერს განაცხადა. მან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა დიპლომატების დელეგაციისთვის ბრიფინგი ჩაატარა. ბრიფინგს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დირკ შუბელი  ხელმძღვანელობდა. 

კოზმამ ასევე აღნიშნა, რომ სადამკვირვებლო მისია მის მიერ მართული ცხელი ხაზის საშუალებით აგრძელებს ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობას, რისი მთავარი მიზანიც დაძაბულობის შემცირება და ესკალაციის თავიდან აცილებაა.

ევროკავშირმა 7 ნოემბერს დაადასტურა სოფელ კირბალთან მომხდარი მკვლელობა და მკაცრად დაგმო რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,