8 დეკემბერს ევროპის კავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, არ აღიაროს უკრაინის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტები.
უკრაინის და საქართველოს დროებით ოკუპირებულ რეგიონებში ან ამ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის გაცემულ რუსულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ექნება კანონიერი სამგზავრო დოკუმენტების ძალა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დოკუმენტების გამოყენებით შეუძლებელი იქნება შენგენის ვიზის მიღება ან შენგენის სივრცის საზღვრის გადაკვეთა.
„გადაწყვეტილება პასუხია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების გაცემის პრაქტიკაზე. გარდა ამისა, ეს არის პასუხი რუსეთის 2008 წლის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე, ეღიარებინა საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა“, — ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში.
გადაწყვეტილების მიზანი ევროკავშირის საერთო სავიზო პოლიტიკის შემუშავება და მისი საგარეო საზღვრების სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფაა.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,