ევროკავშირის ნარკოტიკების სააგენტომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული ახალი სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა აამოქმედა
აპრილი 17, 2026

ევროკავშირის ნარკოტიკების სააგენტომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული ახალი სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა აამოქმედა


ევროკავშირის ნარკოტიკების სააგენტომ (EUDA) აამოქმედა ნარკოტიკებთან დაკავშირებული ახალი სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა, რომელიც ევროპაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან (CSO) თანამშრომლობის გასაძლიერებლად შექმნილი სპეციალური ონლაინ სივრცეა.

ახალი პლატფორმა ქმნის სტრუქტურირებულ ჩარჩოს EUDA-სა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და კონსულტაციებისთვის. ის საშუალებას მისცემს ორგანიზაციებს გააზიარონ საკუთარი ექსპერტიზა, აწარმოონ დიალოგი სააგენტოსთან და მუდმივად იყვნენ ინფორმირებულები ნარკოტიკების და წამალდამოკიდებულების სფეროში არსებული საკვანძო მოვლენების შესახებ.

ევროკავშირის ნარკოტიკების სააგენტო თანამშრომლობს სომხეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.

პლატფორმა ღიაა სხვადასხვა სახის შესაბამისი ორგანიზაციებისთვის, მათ შორის არასამთავრობო, მოხალისეთა, არაკომერციული და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე პირებისა და დაზარალებული საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის.

„სამოქალაქო საზოგადოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმის გააზრებაში, თუ როგორ მოქმედებს რეალურ ცხოვრებაში ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების საკითხები ადამიანებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებზე“, – ნათქვამია EUDA-ს პრესრელიზში. „ადგილზე მიღებული გამოცდილებისა და დაზარალებულ მოსახლეობასთან პირდაპირი ჩართულობის გზით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები იღებენ აუცილებელ ინფორმაციას, რომლის დახმარებით ხდება პოლიტიკისა და რეაგირების ეფექტიანობის, ინკლუზიურობის, ისევე, როგორც ახალი საჭიროებების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა“.

გარდა ამისა, სააგენტომ აამოქმედა ახალი ვებგვერდი, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი, რათა ასახოს ევროკავშირის ნარკოტიკების სააგენტოს (EUDA) ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასთან; ვებგვერდზე აღწერილია, თუ როგორ თანამშრომლობს სააგენტო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, როგორია პლატფორმაზე გაწევრიანების კრიტერიუმები და რეგისტრაციის წესები.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,