კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN), რომელიც სამხრეთ კავკასიაში მდგრადი განვითარების საკითხებზე მუშაობს, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ახალი პროექტი დაიწყო.
ოთხწლიანი პროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება, დემოკრატიულ პროცესებში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა, ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერა და სოციალური მომსახურებების გაუმჯობესებაა.
CENN პროექტს ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რვა მუნიციპალიტეტში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელებს.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 1.1 მილიონი ევროა.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,