ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა შრომის ბაზრის კვლევებმა საქართველოში სამუშაოს მაძიებელთათვის დასაქმების ბარიერები გამოავლინა
სექტემბერი 30, 2022

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა შრომის ბაზრის კვლევებმა საქართველოში სამუშაოს მაძიებელთათვის დასაქმების ბარიერები გამოავლინა


საგრანტო პროექტმა, Skills4Jobs, საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებით შესწავლილი 12 შრომითი ბაზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა.

კვლევამ საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი შრომის ბაზრები შეაფასა და სამუშაოს მაძიებელთა წინაშე არსებული ბარიერები განსაზღვრა.

კვლევის მიერ გამოვლენილი ერთ-ერთი ძირითადი ბარიერია სამუშაოს მაძიებელთა დაბალი კვალიფიკაცია, რასაც ხშირად თან სდევს სამუშაო გამოცდილების ნაკლებობა, საკუთარი ცოდნის და უნარების არასწორი აღქმა და ანაზღაურებასთან დაკავშირებული გადაჭარბებული მოლოდინები. 

კვლევის მიხედვით, შრომის ბაზრის მეორე პრობლემა რეგიონებიდან შრომითი რესურსების მიგრაციაა. კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი კი პოტენციურ დამსაქმებლებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის არასაკმარისი თანამშრომლობა გახლავთ.

„წარმოდგენილი კვლევები განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს პროფესიული განათლების სისტემის პოლიტიკის შემუშავებაში დაეხმარება. დარწმუნებულები ვართ, საგანმანათლებლო დაწესებულებები ასევე გაითვალისწინებენ კვლევის მიგნებებს და რეკომენდაციებს პროფესიული პროგრამების დანერგვის დროს“, — განაცხადა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნათია გვირჯიშვილმა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,