ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020“ გამარჯვებულებს ასახელებს
მაისი 21, 2021

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020“ გამარჯვებულებს ასახელებს


19 მაისს საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, Meliora 2020-ის ონლაინ დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა. Meliora 2020 ეძღვნებოდა იმ ინიციატივებს, რომლებიც კომპანიებმა  COVID-19-ის პანდემიის პირობებში

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განახორციელეს. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა კონკურსი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (გერმანია) მხარდაჭერით უკვე მესამედ ჩაატარა.

„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა  ბიზნესისთვის მომავალზე ორიენტირებული სტრატეგიაა. როგორც თანამშრომლები, ისევე მომხმარებლები სულ უფრო ითხოვენ კომპანიებისგან მეტ გამჭვირვალობას და აქტიურ მონაწილეობას ადამიანის უფლებების, სოციალური, კულტურული და გარემოს დაცვის საკითხების გადაჭრაში“, — აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, — „კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას შეუძლია ხელი შეუწყოს კომპანიების ევროპულ ბაზრებთან ურთიერთობას და დაეხმაროს ქართულ ბიზნესს, ისარგებლოს  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში შემოთავაზებული შესაძლებლობებით“. 

ოთხ კატეგორიაში გამარჯვებულები COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ისეთი ჯგუფების მხარდაჭერისთვის გამოვლინდნენ, როგორებიც არიან: თანამშრომლები;  მომხმარებლები და მომწოდებლები; საზოგადოება/თემი; მცირე და საშუალო საწარმოები და ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები.

„საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora“ ეროვნულ დონეზე 2018 წლიდან ტარდება. კონკურსი საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან და ბიზნეს პლატფორმებთან აქტიურად თანამშრომლობს. გასული სამი წლის განმავლობაში კონკურსზე სხვადასხვა დარგის და ყველა ზომის ბიზნეს კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა, რის შედეგადაც ჟიურიმ 200-ზე მეტი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი განიხილა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი და გამარჯვებულების სია



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,