ევროკავშირის ელჩმა კახეთში რეგიონული განვითარების პროექტები მოინახულა
თებერვალი 23, 2022

ევროკავშირის ელჩმა კახეთში რეგიონული განვითარების პროექტები მოინახულა


21 თებერვალს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი კახეთის რეგიონს ეწვივნენ. მათ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები მოინახულეს. 

2020-2022 წლების ევროკავშირი-საქართველოს ერთიანი  რეგიონული პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლას ტერიტორიული განვითარების ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით. ინიციატივა ოთხ რეგიონს მოიცავს: კახეთს, იმერეთს, გურიას და რაჭა-ლეჩხუმ/ქვემო სვანეთს. პროგრამის ბიუჯეტი 220 მილიონი ლარია, საიდანაც 186 მილიონ ლარს ევროკავშირი გასცემს. 

ელჩმა ჰარცელმა და მინისტრის მოადგილე გიორგობიანმა საგარეჯოს, გურჯაანის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა პროექტი მოინახულეს. ისინი ასევე მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდნენ.  

მათ მიერ მონახულებულ  პროექტთაგან ერთ-ერთია მანავის ციხესთან მისასვლელი გზის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. ახალშეკეთებული გზა 70-ზე მეტი ადგილობრივი ბიზნესისთვის საქმიანობის ახალ შესაძლებლობებს აჩენს — მათ შორის, ტრადიციული საკვებისა და ღვინის გაყიდვის მიმართულებით.

ელჩმა ჰარცელმა წარადგინა ახალი შესაძლებლობები, რომლებსაც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა კახეთში ქმნის. სოფლის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და სააგენტოს აწარმოე საქართველოში ფარგლებში ამჟამად  სამი სხვადასხვა საგრანტო პროგრამაა ხელმისაწვდომი

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,