ევროკავშირის ელჩი საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს გრანტების შესახებ კანონზე სასაუბროდ შეხვდა
თებერვალი 13, 2026

ევროკავშირის ელჩი საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს გრანტების შესახებ კანონზე სასაუბროდ შეხვდა


12 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, მისი თხოვნის საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბიშვილმა მიიღო. 

შეხვედრის მიზანი გრანტების შესახებ კანონთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ახლახან წარდგენილი ცვლილებების პაკეტის შესახებ ევროკავშირის სერიოზული შეშფოთების გამოთქმა იყო. პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებების არსებული სახით დამტკიცება „კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საქართველოში სამოქალაქო სივრცესა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას“, ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. 

ელჩმა აღნიშნა, რომ ამგვარი ზომები „შეუთავსებელია საქართველოს მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან და ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო“. 

ელჩმა ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ცვლილებების დამტკიცებამ შეიძლება პირდაპირი და უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების მუშაობაზე, რაც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებსა და პრინციპებს. 

თავის მხრივ, საქართველოს მხარემ ევროკავშირის სანქციების საკითხი წამოჭრა. პაველ ჰერჩინსკიმ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი 6 თებერვალს წარადგინა და მას ამჟამად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები განიხილავენ.  

ორივე მხარე მოვლენათა განვითარებასთან დაკავშირებით კონტაქტის შენარჩუნებაზე შეთანხმდა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,