ევროკავშირის ელჩი საქართველოში აჭარას ეწვია და თანამშრომლობის პროექტები მოინახულა
ივნისი 14, 2023

ევროკავშირის ელჩი საქართველოში აჭარას ეწვია და თანამშრომლობის პროექტები მოინახულა


ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი გასულ კვირას აჭარას ეწვია. ვიზიტის მიზანი ამ  რეგიონსა და ევროკავშირს შორის არსებული კავშირების გაძლიერება იყო. 

ვიზიტის მრავალფეროვანი დღის წესრიგი მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა თუ მედიის წარმომადგენლებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრებს მოიცავდა.

ამავე ვიზიტის ფარგლებში ელჩმა ჰერჩინსკიმ ქედაში ოფიციალურად გახსნა ევროკლუბი, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის განვითარებასა და განათლების სფეროში მეტი შესაძლებლობების გაჩენაში. ქედაში ევროკლუბის გახსნის ინიციატივა ეკუთვნოდა ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEAs) ქსელს, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU NEIGHBOURS EAST პროგრამის ფარგლებში მოქმედებს. 

ვიზიტისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ევროკავშირის მზაობას, ხელი შეუწყოს სათემო ინიციატივებს, ადგილობრივ მეწარმეობასა და სოფლის მდგრად განვითარებას. ელჩმა ჰერჩინსკიმ ადგილობრივი საწარმოებიც მოინახულა — მათ შორის ქედაში მდებარე ნური სირაბიძის ღვინის მარანი, რომელმაც დახმარება FAO-ს ინიციატივის ფარგლებში მიიღო; ასევე სასტუმრო-კოტეჯი „ვუდჰაიდი“, რომელიც მაჭახელას ეროვნულ პარკში მდებარეობს და ENPARD-ისა და UNDP-ის პროგრამების დახმარებით მოეწყო. 

ელჩის ვიზიტი სასულიერო პირებთან შეხვედრით დასრულდა, სადაც განმეორებით აღინიშნა ევროკავშირის მზაობა, ხელი შეუწყოს რელიგიურ ტოლერანტობასა და მშვიდობიან თანაარსებობას.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ქედაში ახალ ევროკლუბს ხსნიან 


თემაზე

ნოემბერი 27, 2023

ევროპარლამენტი რუსული საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის გატაცებას გმობს

ნოემბერი 24, 2023

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კვლევა შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს ავლენს

ნოემბერი 23, 2023

თბილისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კონკურსში გამარჯვებულის დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა

ნოემბერი 22, 2023

ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა 2025 წლის შუა პერიოდიდან ამოქმედდება

ნოემბერი 21, 2023

საქართველოს სახალხო დამცველმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას „2023 წლის ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო გადასცა


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,