ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი QUIS საქართველოში პროდუქტებისა და მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს
აგვისტო 6, 2024

ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი QUIS საქართველოში პროდუქტებისა და მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის 2 აგვისტოს გაკეთებული განცხადების თანახმად, დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი, რომელიც პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნებს. პროექტს გერმანიის თანამშრომლობა (GIZ) და ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA) ახორციელებენ.

„QUIS — უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება“ ხელს შეუწყობს ევროპული სტანდარტების დანერგვას აკრედიტებულ ლაბორატორიებსა და სერტიფიცირების ორგანოებში და მათ მომსახურებას კერძო სექტორისთვის მეტად ხელმისაწვდომს გახდის. ეს ქართულ ბიზნესს დაეხმარება, გაზარდოს ექსპორტი და გააუმჯობესოს წვდომა ევროპულ ბაზარზე, რომელიც 27 ქვეყანასა და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს.

პროექტი იმუშავებს ინდუსტრიულ სექტორებთან, ასევე ადგილობრივ მწარმოებლებთან ავეჯისა და სათამაშოების წარმოების მიმართულებით. 

ინიციატივის მთავარი მიზნებია პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, მომხმარებელთა ინფორმირებულობის გაზრდა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მხარდაჭერა.

„პროექტი QUIS ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი უახლესი ინიციატივაა, რომელიც გააუმჯობესებს ხარისხის ინფრასტრუქტურას, რათა ხელი შეეწყოს საქართველოში მოქმედი ბიზნესების განვითარებას, ინოვაციურობასა და კონკურენტუნარიანობას. ეს მხარდაჭერა ქართველ მომხმარებლებს მისცემს საშუალებას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსად ისარგებლონ მაღალი ხარისხის პროდუქტითა და მომსახურებით“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა.

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 12 მილიონ ევროს შეადგენს და ის 2027 წლის იანვრამდე გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,