ევროკავშირის წყლის ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მდინარეებსა და ტბებში წყლის ხარისხს აფასებს
აპრილი 16, 2021

ევროკავშირის წყლის ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მდინარეებსა და ტბებში წყლის ხარისხს აფასებს


პროექტის, „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსი“ (EUWI+), ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საპილოტე რეგიონებში წყლის რესურსები შეფასდა. შეგროვებულ მონაცემებს ადგილობრივი ექსპერტები ცხრა მდინარის აუზის მართვის გეგმის (RBMP) შესამუშავებლად გამოიყენებენ. მათ ამაში პროექტის ექსპერტთა გუნდი დაეხმარება.

შეფასებებისას გამოყენებული ინდიკატორები წყლის რესურსების არა მხოლოდ ახლანდელ ხარისხს ააშკარავებს, არამედ, გარემოზე სავარაუდო ზემოქმედებათა გათვალისწინებით, სამომავლო პროგნოზებსაც აკეთებს. ამ კვლევათა შედეგების საფუძველზე განისაზღვრება, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს შესაბამისი მდინარეებისა და ტბების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ეკოლოგიური ამოცანების შესასრულებლად.

იმისათვის, რომ მოპოვებული კომპლექსური მონაცემები ადვილად გასაგები გამხდარიყო, პროექტმა, EUWI+, დინამიკური საინფორმაციო პანელი და რუკა შექმნა. დინამიკური საინფორმაციო პანელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში არსებული ცხრა მდინარის აუზის 5,828 ზედაპირული წყლის ობიექტზე ჩატარებული რისკის შეფასების შედეგებს აღწერს.

პროექტი, EUWI+, საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანას წყლის რესურსთა მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაუმჯობესებაში ეხმარება. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ტრანსსასაზღვრო მდინარეების აუზების მართვის საკითხს ეთმობა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროკავშირის წყლის ინიციატივამ დნეპრის აუზში  67,000-ზე მეტი პოლუტანტი აღმოაჩინა 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,