ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში 30-წლიანი პარტნიორობის აღსანიშნავად ღონისძიება გამართა, რომელზეც ევროკავშირის პროგრამების კურსდამთავრებულთა ქსელის შექმნის შესახებ განაცხადა.
ღონისძიება 12 დეკემბერს თბილისში გაიმართა და მას სხვადასხვა ევროპული საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები ესწრებოდნენ.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა და 30-წლიანი თანამშრომლობის შედეგები შეაჯამა – 1990-იანი წლების ჰუმანიტარული დახმარებიდან დღევანდელ მრავალმხრივ თანამშრომლობამდე, რომელიც ეკონომიკურ ინტეგრაციას, ინსტიტუციურ რეფორმებს, მშვიდობის მშენებლობასა და ხალხთა შორის ურთიერთობებს მოიცავს.
„ეს ოცდაათი წელია, ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას – როგორც კარგ, ისე რთულ დროს. ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ: საქართველო ევროკავშირის ნაწილი უნდა გახდეს. მოვუწოდებ თითოეულ ქართველს, შეინარჩუნოს იმედი, რადგან თქვენი მომავალი ევროპაშია – და ჩვენ ამ გზას ერთად გავაგრძელებთ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის პროგრამათა კურსდამთავრებულების ქსელის შექმნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაძლიერებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ვკითხულობთ ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესრელიზში
„ქსელი გააერთიანებს გაცვლითი პროგრამების ყოფილ მონაწილეებს, სტუდენტებს, მკვლევრებსა და პროფესიონალებს და მიზნად ისახავს დინამიკური პლატფორმის შექმნას ცოდნის გაზიარებისთვის, თანამშრომლობის ხელშეწყობისა და იმ საერთო ღირებულებების განმტკიცებისთვის, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირს აერთიანებს“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,