ევროკავშირის წარმომადგენლობა გაფართოების პაკეტის ფარგლებში საქართველოს შესახებ 2023 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. 
თებერვალი 23, 2023

ევროკავშირის წარმომადგენლობა გაფართოების პაკეტის ფარგლებში საქართველოს შესახებ 2023 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. 


ანგარიშში შეფასდება საქართველოს წინსვლა მას მერე, რაც ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადის საპასუხოდ მოსაზრებები მიიღო (2022 წლის 17 ივნისი) და ანალიტიკური ანგარიში დაამტკიცა (2023 წლის 1 თებერვალი). ანგარიშის შედგენისას გათვალისწინებული იქნება პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიტერიუმები და  ევროპული სტანდარტები (თავები — chapters).

ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობა მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წერილობით მიწოდებულ მოსაზრებებს. მათ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს წინსვლის ანალიზისა და სიღრმისეული შეფასებისთვის გამოიყენებს.  წერილობითი მოსაზრებების გაგზავნა 14 აპრილამდეა შესაძლებელი.

გარდა ამისა, თებერვლის ბოლოს ევროკავშირის წარმომადგენლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან საჯარო კონსულტაციებს გამართავს. კონსულტაციებზე განიხილება დემოკრატიისა და ძირითადი უფლებების, ევროკავშირის კანონთა კრებულის თავების და კანონის უზენაესობის საკითხები. წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,