ევროკავშირის წარმომადგენლობა 29 ნოემბერს თბილისის ზამთრის საქველმოქმედო ბაზრობაზე გიწვევთ
ნოემბერი 28, 2025

ევროკავშირის წარმომადგენლობა 29 ნოემბერს თბილისის ზამთრის საქველმოქმედო ბაზრობაზე გიწვევთ


29 ნოემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მოქალაქეებს თბილისის შერატონის სასტუმროში ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიურ ზამთრის საქველმოქმედო ბაზრობაზე იწვევს.

საქველმოქმედო ბაზრობა ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით უკვე თითქმის 30 წელია, რაც ტარდება. 

ევროკავშირის წარმომადგენლობა ღონისძიებაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებისა და მათი ბენეფიციარების ნამუშევრებსა და საკვებ პროდუქტებს წარადგენს. მათ შორის იქნება ხელნაკეთი ნივთები, უნიკალური ნაკეთობები და აქსესუარები, რომლებიც ნულოვანი ნარჩენის მეთოდის და ქსოვილთა ხელახლა გამოყენების გზითაა შექმნილი. 

წარმომადგენლობა ბაზრობის სტუმრებს ასევე შესთავაზებს სხვადასხვა თამაშსა თუ ტესტს. ევროკავშირის „ცოდნის ბორბლის“ ვიქტორინაში მონაწილეებს კი სხვადასხვა პრიზის მოგება შეეძლებათ. 

ღონისძიებიდან მიღებული მთლიანი მოგება საქველმოქმედო ინიციატივებს გადაეცემა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ღონისძიების გვერდი Facebook-ზე



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,