ევროკავშირის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობამ პანდემიის პერიოდში კრიზისისადმი გამძლეობა გამოავლინა
მარტი 2, 2023

ევროკავშირის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობამ პანდემიის პერიოდში კრიზისისადმი გამძლეობა გამოავლინა


ევროპის განათლების ფონდის (ETF) და Eurofound-ის ახალი კვლევის თანახმად, ევროკავშირსა და მისი სამეზობლოს ათ ქვეყანაში — მათ შორის საქართველოში — მოქალაქეებმა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში გამძლეობა და სწრაფი რეაგირების უნარი გამოავლინეს. ანგარიში სახელწოდებით, „ცხოვრება, მუშაობა და COVID-19“, ასკვნის, რომ, გამოწვევების მიუხედავად, ამ ქვეყნების მოსახლეობამ ოპტიმიზმის შენარჩუნება შეძლო.

ანგარიშის თანახმად, პანდემიამ ევროკავშირის სამეზობლოს ქვეყნების მოსახლეობა ფინანსური დაუცველობისა და სოციალური კატაკლიზმების პირისპირ დააყენა. კერძოდ, მოქალაქეთა დაახლოებით 81% სიღარიბის საფრთხის წინაშეა, ხუთიდან ერთმა ადამიანმა სამსახური დაკარგა ან მას სამუშაო საათები შეუმცირდა, ხოლო 18-იდან 44 წლამდე პირების 75%-ს დეპრესია აქვს. მიუხედავად ამისა, ადამიანთა 63% მომავლის მიმართ კვლავ ოპტიმისტურად არის განწყობილი — მაშინ, როცა ევროკავშირში ამ განწყობას მოსახლეობის მხოლოდ 50% იზიარებს.

რაც შეეხება დისტანციურ მუშაობას, ევროკავშირის სამეზობლოს ქვეყნებში ადამიანთა მნიშვნელოვან რაოდენობას ამისთვის საჭირო აღჭურვილობა და ტექნოლოგია არ მოეპოვება. შედეგად, იმ დასაქმებულთა წილი, რომლებიც არასოდეს მუშაობენ დისტანციურად, ამ ქვეყნებში 62%-ს შეადგენს, ევროკავშირის 23%-თან შედარებით. ამავე დროს, სამეზობლოს ქვეყნებში დასაქმებულ რესპონდენტთა 53%-მა განაცხადა, რომ მათი დამსაქმებლები სამუშაოსთან დაკავშირებულ ტრენინგებს არ ანაზღაურებენ.

„’პროფესიული უნარების ევროპული წლის’ მოახლოებასთან ერთად, ეს ანგარიში საჭირო უნარების განვითარების მიმართულებით მოქმედებისკენ გვიბიძგებს“, — ნათქვამია ETF-ის პრესრელიზში, — „ევროკავშირის ინიციატივა დაეხმარება მცირე და საშუალო საწარმოთა თანამშრომლებს, დასძლიონ საჭირო პროფესიული ცოდნის დეფიციტი და განივითარონ უკვე შეძენილი უნარები. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკავშირის 2023 წლის სოციალურ მიზნებს, რაშიც ზრდასრულთა 60%-ის ყოველწლიურ ტრენინგში მონაწილეობა და დასაქმების 78%-იანი მაჩვენებლის მიღწევაც შედის“.

დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,