ევროკავშირის 2022 წლის ლიტერატურული პრემია ქართველმა მწერალმა მოიპოვა
აპრილი 26, 2022

ევროკავშირის 2022 წლის ლიტერატურული პრემია ქართველმა მწერალმა მოიპოვა


2022 წლის ევროკავშირის ლიტერატურული პრემია ქართველმა მწერალმა, ივა ფეზუაშვილმა მოიპოვა წიგნისთვის, „ბუნკერი“. ჟიურიმ ასევე განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენია უკრაინელი მწერალი, ევგენია კუზნეცოვა წიგნისთვის, „ჰკითხეთ მიეჩკას“ და მწერლები ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან და ირლანდიიდან.

2022 წლის ნომინანტები 14 სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენდნენ.

ივა ფეზუაშვილი 1990 წელს დაიბადა და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი „მხატვრული კინოს რეჟისურის“ მიმართულებით დაამთავრა. მან რამდენიმე სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი გადაიღო. 2014 წლიდან მუშაობდა სატელევიზიო სერიალის, „ტიფლისი“, სცენარისტად. იმავე წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ მისი პირველი წიგნი, „ვცადე“ გამოსცა. 2020 წელს კი რომანმა, „ბუნკერი“, წინანდლის პრემია მოიპოვა.

ევროკავშირის ლიტერატურული პრემია 2009 წლიდან მოყოლებული აჯილდოებს დამწყებ მწერლებს ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამ პრემიით აღინიშნება გამორჩეული ახალი ლიტერატურული ტალანტები იმ 41 ქვეყნიდან, რომლებიც ევროკავშირის პროგრამაში, „შემოქმედებითი ევროპა“, მონაწილეობს.

პრემია ევროპაში თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის გავრცელებას უწყობს ხელს და მისი მიზანი საზოგადოებებში უცხო ქვეყნების ნაწარმოებების მიმართ ინტერესის გაზრდაა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს

აპრილი 10, 2024

CENN სოციალურ მომსახურებათა გასაუმჯობესებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,