ევროკავშირმა „საქართველოსთვისა და მისი ხალხისთვის ძალიან ცუდი განვითარება“ უწოდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, რომელიც, მასშტაბური პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო.
ევროკავშირის თანახმად, ახლანდელი ფორმით, კანონი „უარყოფითი ზემოქმედების საფრთხეს“ წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციებისთვის. ამასთან, ის უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოს უამრავ მოქალაქეზე, რომლებისთვისაც ამ ორგანიზაციების საქმიანობას სარგებელი მოაქვს.
„ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაცხადებულ მიზანს, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა. მის საბოლოო მიღებას, შესაძლოა, ჩვენი ურთიერთობებისთვის სავალალო შედეგები მოჰყვეს“, — ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დარჩეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის მოვალეობების ერთგული და ახსენებს მას, რომ ადამიანებს აქვთ მშვიდობიანი პროტესტის უფლება.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,