ევროკავშირი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს შემაშფოთებელს უწოდებს
თებერვალი 28, 2023

ევროკავშირი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს შემაშფოთებელს უწოდებს


„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტს განსახილველად ახლახან წარედგინა, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, აღნიშნულია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესრელიზში. 

„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა-შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ის, ამასთან, არსებითია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის და არის 12 პრიორიტეტის ნაწილი: კერძოდ, მე-7 პრიორიტეტის, რომელიც მედიის თავისუფლებას ეხება და მე-10 პრიორიტეტის, რომელიც  სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხება“, — ნათქვამია პრესრელიზში. 

ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც თანხვედრაშია ქვეყნის განვითარებასა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მისწრაფებებთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება როგორც ამ მისწრაფებებთან, ისე ევროკავშირის ნორმებთან და ფასეულობებთან.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ მიზანს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,