ევროკავშირი უკრაინის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტების არაღიარებაზე შეთანხმდა
ოქტომბერი 14, 2022

ევროკავშირი უკრაინის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტების არაღიარებაზე შეთანხმდა


12 ოქტომბერს ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ ევროპარლამენტს უკრაინაში და საქართველოში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების წინადადება წარუდგინონ.

გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიასა და ოკუპირებული ტერიტორიების მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების გაცემის პრაქტიკაზე საპასუხო ქმედებაა. გარდა ამისა, ეს არის პასუხი რუსეთის 2008 წლის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზეც, რომლის თანახმადაც, მან საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

უკრაინის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან იქ მცხოვრები პირებისთვის გაცემულ რუსულ პასპორტებს არ ექნება ვიზის მისაღებად ან შენგენის სივრცის საზღვრის გადასაკვეთად საჭირო კანონიერი სამგზავრო დოკუმენტების ძალა.

ევროკავშირის სახელმწიფოები ამ რეგიონებში გაცემულ რუსულ სამგზავრო დოკუმენტებს ან უკვე აღარ ცნობენ კანონიერად, ან მათი არაკანონიერად მიჩნევის პროცესში არიან. შესაბამისად, ევროკავშირის ელჩების გადაწყვეტილების მიზანი საერთო მიდგომის შემუშავებაა, რაც საგარეო საზღვრების სათანადო დაცვას და ერთიანი სავიზო პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,