ევროკავშირი სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად ძალისხმევას აძლიერებს
EU
ნოემბერი 28, 2025

ევროკავშირი სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად ძალისხმევას აძლიერებს


25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირი ამ სფეროში კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს – იქნება ეს პრევენცია და დაცვა თუ კანონის აღსრულება და ანგარიშვალდებულება. 

„გენდერული ნიშნით ძალადობა მიუღებელია. ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს ევროკავშირი აახლებს ძალისხმევას, დაასრულოს ქალებისა და გოგოების წინააღმდეგ ძალადობის ყველა ფორმა, რათა თითოეულმა ადამიანმა შეძლოს შიშისა და ხიფათის გარეშე ცხოვრება“, — ვკითხულობთ განცხადებაში. 

ევროკავშირის ძალისხმევა მის საზღვრებთან არ სრულდება, ურთავენ ისინი. ევროკავშირი გლობალურად მუშაობს სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოსაფხვრელად. ამ მიზნით ის თანამშრომლობს მთავრობებთან, გაეროს სააგენტოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან, მშვიდობის მშენებლებთან და ადამიანის უფლებათა დამცველებთან. 

„Spotlight Initiative-ისა და ევროკავშირი-გაეროს Women ACT პროგრამის მსგავსი ინიციატივების მეშვეობით ჩვენ ხელს ვუწყობთ რეალურ ცვლილებებს. ჩვენ გავაგრძელებთ „ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის“ განხორციელებას, რათა ავაშენოთ ისეთი სამყარო, სადაც ქალები უსაფრთხოდ იცხოვრებენ და გოგოები ყველა დასახლებასა და ციფრულ სივრცეში შიშის გარეშე გაიზრდებიან“, — განაცხადა კომისიამ, — „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის დასრულება ყველას პასუხისმგებლობაა“. 

როგორც გასულ წლებში, წელსაც ევროკომისია და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი აქტივიზმის (GBV) გლობალურ კამპანიას შეუერთდებიან, რათა აამაღლონ ცნობიერება, მხარი დაუჭირონ ძალადობაგამოვლილ ქალებს და ხელი შეუწყონ ქალებისა და გოგოების წინააღმდეგ ძალადობის დასრულებას.

24 ნოემბრის საღამოს ევროკომისიის ბერლემონის შენობა ნარინჯისფრად განათდა — ესაა გაეროს გლობალური სიმბოლო, რომელიც ქალების წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრისადმი მის ერთგულებას გამოხატავს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,