ევროკავშირი საყოველთაო ფასეულობების მხარდამჭერი პროგრამისთვის 1.5 მილიარდ ევროს გამოყოფს
დეკემბერი 13, 2021

ევროკავშირი საყოველთაო ფასეულობების მხარდამჭერი პროგრამისთვის 1.5 მილიარდ ევროს გამოყოფს


9 დეკემბერს — ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის წინ და დემოკრატიის სამიტის პარალელურად — ევროკავშირმა გლობალური ევროპის ადამიანის უფლებების და დემოკრატიის პროგრამა დაიწყო.

1.5 მილიარდი ევროს ღირებულების ინიციატივა დაეხმარება ევროკავშირს, 2021-2027 წლების განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაუჭიროს მხარი ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვას. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ადამიანის უფლებადამცველთა მხარდაჭერას და დაცვას. 

უფრო კონკრეტულად, ინიციატივა ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების უნივერსალურად დაცვას, გააძლიერებს კანონის უზენაესობას და ანგარიშვალდებულებას ადამიანის უფლებების დარღვევისა და ბოროტად გამოყენების კუთხით და უზრუნველყოფს ძირითადი თავისუფლებების — მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების და მედიის დამოუკიდებლად მუშაობის ხელშეუხებლობას. ამავდროულად, პროგრამა ისარგებლებს იმ შესაძლებლობებით და იბრძოლებს იმ რისკების წინააღმდეგ, რომლებიც ციფრულ და ახალ ტექნოლოგიებს უკავშირდება.

„გლობალური ევროპის ადამიანის უფლებების და დემოკრატიის პროგრამა საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ ადამიანის საყოველთაო უფლებების და დემოკრატიული პრინციპების მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში: ყველასთვის, ყველგან და ყოველთვის“, — აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

გლობალური ევროპის ადამიანის უფლებების და დემოკრატიის პროგრამის საქმიანობა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ არსებულ ნებისმიერ ქვეყანას მოიცავს. ის ევროკავშირის იმ პროგრამების საქმიანობას განავრცობს, რომლებიც ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე ფუნქციონირებენ.

პროგრამა ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებების აქტივობას პარტნიორი ქვეყნების მთავრობების თანხმობისგან დამოუკიდებლად, მოქნილი პროცედურებით დაუჭერს მხარს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,