ევროკავშირი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის მანდატს აგრძელებს
ივლისი 21, 2023

ევროკავშირი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის მანდატს აგრძელებს


20 ივლისს ევროპის კავშირის საბჭომ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის (EUSR) მანდატი ერთი წლით, 2024 წლის 31 აგვისტომდე გააგრძელა.

ეს თანამდებობა ამჟამად ესტონელ დიპლომატს, ტოივო კლაარს უკავია.

კლაარი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში EUSR-ად 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა. მისი მოვალეობა რეგიონში — კერძოდ, საქართველოსა და მთიან ყარაბაღში — არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ხელშეწყობაა. მას ასევე ევალება, წაახალისოს რეგიონული თანამშრომლობა აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის და, შესაფერის სიტუაციებში, ხელი შეუწყოს ამ ქვეყნების ურთიერთობას მეზობელ სახელმწიფოებთან.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების კანდიდატურას უმაღლესი წარმომადგენელი კონკრეტულ რეგიონებსა თუ ქვეყნებში ევროკავშირის პოლიტიკისა და ინტერესების მხარდასაჭერად წარადგენს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,