ევროკავშირი საქართველოში ციფრული ჩართულობით სოფლის გაძლიერების ახალ პროექტს იწყებს
ივნისი 14, 2024

ევროკავშირი საქართველოში ციფრული ჩართულობით სოფლის გაძლიერების ახალ პროექტს იწყებს


11 ივნისს ოზურგეთის ტექნოპარკში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის, „REDI: სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით“, პრეზენტაცია გაიმართა.

REDI ევროპის გუნდის ინიციატივის, „დაბალანსებული ტერიტორიული განვითარებისთვის“, ნაწილია. ინიციატივა  2023 წელს დაიწყო და მას ესტონეთი (ელექტრონული მმართველობის აკადემია/eGA) და პოლონეთი (სოლიდარობის ფონდი /SFPL) ახორციელებენ.

პროექტი ადგილობრივ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას საქართველოს სოფლებსა და ქალაქებს შორის ციფრული უთანასწორობის შემცირებით შეუწყობს ხელს. ეს მიზანი კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურისა და ციფრული წიგნიერების გაუმჯობესებით მიიღწევა.

პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე გურიის რეგიონის ახალგაზრდა და სამოქალაქო ლიდერები და ადგილობრივი მოსახლეობა.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ციფრული გამოფენა, რომელზეც სტუმრები ისეთ მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთნენ, როგორიცაა ვირტუალურ სამყაროში მოგზაურობა VR სათვალეების მეშვეობით, სემინარი რობოტიკაზე, დრონების შოუ და ვიქტორინები ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების შესახებ. მათ ასევე შეიტყვეს, თუ როგორ უწყობს ხელს ევროკავშირის მხარდაჭერა გაციფრულების პროცესს საქართველოს რეგიონებში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,