ევროკავშირი საქართველოში სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესებას უჭერს მხარს
ივლისი 25, 2023

ევროკავშირი საქართველოში სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესებას უჭერს მხარს


სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საქართველოს სურსათის ბიზნესოპერატორებისთვის დახმარების პირველი ციკლი აამოქმედა. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივა განკუთვნილია მათთვის, ვინც წარსულში უკვე ისარგებლა ENPARD პროგრამის I, II, ან III ფაზით. 

მხარდაჭერის პაკეტი მოიცავს ტექნიკურ დახმარებას და თანამონაწილეობრივი გრანტის მიღების შესაძლებლობას სურსათის უვნებლობის სტანდარტების გასაუმჯობესებლად და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

FAO პოტენციურ კანდიდატებს უკვე დაუკავშირდა და  მათ პროგრამაში მონაწილეობა შესთავაზა. მხარდაჭერის პირველ ციკლში ჩართვის სურვილი სურსათის 85-მა ბიზნესოპერატორმა გამოთქვა. FAO-ს გუნდი ამჟამად ინდივიდუალური სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში მათთან ერთადაა ჩართული. 

მხარდაჭერის ციკლის პირველი ფაზის განმავლობაში  სურსათის ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდებათ. ამის შემდეგ FAO თითოეული მონაწილისთვის ინდივიდუალურად შეაფასებს სურსათის უვნებლობის სტანდარტების დასანერგად აუცილებელი დანადგარების საჭიროებას. შეფასების შედეგად, პროგრამის მონაწილეებს საჭირო დანადგარების შესაძენად ევროკავშირის დაფინანსებული 50,000 დოლარამდე ოდენობის თანამონაწილეობრივ გრანტებს შესთავაზებენ.  

ევროკავშირის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, FAO სურსათის უვნებლობის სფეროში ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად მხარდაჭერის სხვადასხვა პაკეტს ეტაპობრივად გასცემს.

ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას ENPARD პროგრამის ფარგლებში 2013 წლიდან უჭერს მხარს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,