ევროკავშირის, დანიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ (საქსტატი) სპეციალიზებული პორტალი, regions.geostat.ge, შექმნა. პორტალი საქსტატის საჯარო ვებსაიტის ნაწილია და მომხმარებელს ინფორმაციას საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის შესახებ აწვდის.
პორტალზე ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია 82 ინდიკატორის მიხედვითაა განთავსებული. მათგან 52 ინდიკატორი ეყრდნობა საქართველოს საჯარო უწყებების მიერ მოწოდებულ ცნობებს, ხოლო დანარჩენი — საქსტატის მიერ ჩატარებული სტატისტიკური კვლევების შედეგებს.
პროექტის მიზნებია: მუნიციპალურ მონაცემთა შეკრების მეთოდთა დახვეწა, არსებული სტატისტიკური ინფორმაციის სისტემატიზაცია, ახალი სტატისტიკური ინდიკატორების განსაზღვრა და შეკრება და მომხმარებლისთვის მუნიციპალურ დონეზე არსებულ სტატისტიკაზე წვდომის გაუმჯობესება.
„ევროკავშირი ზრუნავს საქართველოს რეგიონების განვითარებაზე, რათა ყველა ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი შესაძლებლობებსა და მომსახურებებზე. ამისი საფუძველი ცხადი, გასაგები და სანდო სტატისტიკური მონაცემებია“, — განაცხადა კოლომბ დე მერსიმ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან, — „საქსტატის ახალი პლატფორმა პოლიტიკოსებსა და ადგილობრივ ხელისუფლებებს დაეხმარება, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები თავიანთ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების საკეთილდღეოდ“.
UNDP საქსტატს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD), მეშვეობით ეხმარება. პროგრამა საქართველოს რეგიონებში დაბალანსებულ ტერიტორიულ განვითარებას და ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,