ევროკავშირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ნაჩქარევი ცვლილებების შეტანას აკრიტიკებს
აპრილი 9, 2021

ევროკავშირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ნაჩქარევი ცვლილებების შეტანას აკრიტიკებს


ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ინიციატივას, შეეტანა შესწორებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში. თუმცა ის იმედგაცრუებულია იმით, რომ საქართველოს პარლამენტმა ეს შესწორებები ნაჩქარევად და ყოვლისმომცველი საკონსულტაციო პროცესის ჩატარების გარეშე მიიღო. ამის შესახებ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) მიერ 7 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

აღნიშნული შესწორებები საქართველოს პარლამენტმა 1 აპრილს მიიღო.  

„ევროკავშირმა არაერთხელ გამოხატა შეშფოთება ამ შერჩევის პროცესსა და შესაბამის წესებში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით“, — ნათქვამია განცხადებაში, — „ჩვენთვის დასანანია, რომ საქართველომ ამ კანონმდებლობაში უკვე შეიტანა ცვლილებები დაჩქარებული წესით. მან ეს ვენეციის კომისიაში მოთხოვნის დროულად გაგზავნის და კომისიის საბოლოო მოსაზრების დალოდების გარეშე გააკეთა“.

ამ მიზეზთა გამო ევროკავშირი დაჟინებით ურჩევს საქართველოს, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვენეციის კომისიის შეფასება იმის თაობაზე, შეესაბამება თუ არა მიღებული შესწორებები კომისიის წინა რეკომენდაციებს.  ამასთან, როგორც კი ვენეციის კომისია შესწორებებს დაამტკიცებს, ახალი წესები კონკურსში მონაწილე ყველა მოსამართლეს თანაბრად უნდა შეეხოს.

“უმნიშვნელოვანესია, რომ უზენაესი სასამართლო, რომელიც საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა, დაკომპლექტებული იყოს უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე და უაღრესად კეთილსინდისიერი მოსამართლეებით“, — ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი საქართველოს შეახსენებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესისას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია. სწორედ ესაა ის წინაპირობა, რომლის დაცვითაც ქვეყანას ევროკავშირის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში გამოეყოფა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,