ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის ძალებს სამედიცინო, საინჟინრო და სატრანსპორტო აღჭურვილობით უზრუნველყოფს
სექტემბერი 12, 2023

ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის ძალებს სამედიცინო, საინჟინრო და სატრანსპორტო აღჭურვილობით უზრუნველყოფს


ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალებს სამედიცინო, საინჟინრო და სატრანსპორტო აღჭურვილობა გადასცა.

გადაცემულ აღჭურვილობაში შედის „პიკაპის“ ტიპის სატვირთო მანქანები, საინჟინრო აღჭურვილობის ინდივიდუალური  კომპლექტები და პორტატიული რენტგენისა და ულტრაბგერითი გამოკვლევის აპარატები. საქართველოს ეს აღჭურვილობა ევროპის სამშვიდობო მექანიზმის (EPF) იმ მხარდაჭერის ფარგლებში გადაეცა, რომელიც ევროპის კავშირის საბჭომ 2021 წლის 2 დეკემბერს შეათანხმა.

ევროკავშირის სამხედრო დახმარების მიზანია საქართველოს გაძლიერება ქვეყნის თავდაცვის ძალების პოტენციალის ამაღლების საშუალებით, ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში. ეს მოიცავს კრიზისების ან გადაუდებელი სიტუაციების დროს  სამოქალაქო პირებისთვის გაუმჯობესებული მომსახურების გაწევას და  ევროკავშირის საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში წვლილის შეტანის უნარის ზრდას. 

2021 წლიდან მოყოლებული ევროკავშირს დამტკიცებული აქვს 62.75 მილიონი ევროს ღირებულების სამი მხარდაჭერის პაკეტი. ეს დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მობილობის, ლოგისტიკის, სამედიცინო, საინჟინრო და კიბერთავდაცვის სფეროებისთვისაა განკუთვნილი.

მომავალი თვეების განმავლობაში ევროპის სამშვიდობო მექანიზმი საქართველოში დამატებით აღჭურვილობას ჩამოიტანს. ამაში შედის ორი საველე საავადმყოფო, სასწრაფო დახმარების მანქანები, მინი-ავტობუსები და სატვირთო მანქანები.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,