14 ნოემბერს ტერაბანკმა და ნიდერლანდების განვითარების ბანკმა (FMO) საქართველოში საგარანტიო პროგრამის, NASIRA-ს დაწყების შესახებ გამოაცხადეს.
ევროკავშირისა და ნიდერლანდების მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის მიზანი ქვეყანაში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდაა.
NASIRA სასესხო პორტფელის გარანტიას წარმოადგენს. ის ფინანსურ ინსტიტუტებს ეხმარება, გააფართოოს საკრედიტო საქმიანობა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. ინიციატივა, პირველ რიგში, მცირე ფერმერების, ქალი მეწარმეებისა და ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამის მიზეზი ისაა, რომ ბიზნესის ამ სეგმენტების წარმომადგენლებს, უზრუნველყოფის არარსებობისა და მაღალი საკრედიტო რისკების გამო, ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ფინანსებზე.
„ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ევროკავშირი აპირებს, რომ 17 მილიარდ ევრომდე ოდენობის სახელმწიფო და კერძო ინვესტიციები მოიძიოს. ევროკავშირი მოხარულია, რომ ამ გარანტიების ძალაში შესვლა ასწრაფებს ჩვენს იმ ერთ-ერთ ძირითად საფლაგმანო პროექტს, რომელიც საქართველოში 80 000 მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად“, — განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა.
„ფინანსებზე წვდომის გაზრდა, რომელიც ნაკლებად პრივილეგირებულ ეკონომიკურ სუბიექტებსაც შეეხება, მეტ ადამიანს ჩართავს ეკონომიკურ საქმიანობაში და საქართველოში მეტად ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს“, — დაურთო მან.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,