ევროკავშირი საქართველოს მიერ გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების გეგმის მიღებას მიესალმება
ივლისი 20, 2023

ევროკავშირი საქართველოს მიერ გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების გეგმის მიღებას მიესალმება


გასულ კვირას საქართველომ თავისი პირველი გრძელვადიანი დაბალემისიიანი სტრატეგია (Lt-LEDS) 2050 წარადგინა, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შეიქმნა. 

Lt-LEDS საქართველოს ნახშირბადნეიტრალური მომავლის გზაზე აყენებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კლიმატის ეროვნული სამოქმედო გეგმის 2023-2025 წლებისთვის განახლებას. კერძოდ, მისი მეშვეობით ქვეყანა ისეთ სექტორებში შეძლებს მდგრად და დაბალემისიიან განვითარებას, როგორებიცაა ენერგეტიკა, სამშენებლო სფერო, ტრანსპორტი, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ნარჩენების მართვა, მიწათსარგებლობა და ტყის მართვა. 

Lt-LEDS სრულად შეესაბამება პარიზის შეთანხმების ძირითად პრინციპებს და ითვალისწინებს საქართველოს საჭიროებებს. 

ევროკავშირი და UNDP სტრატეგიის შემუშავებას თავიანთი რეგიონული პროგრამის, EU4Climate, ფარგლებში  საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით უჭერდნენ მხარს. კერძოდ, იმისათვის, რომ დოკუმენტი შესაბამისობაში მოსულიყო  ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში დანერგილ სტანდარტებთან, მათ საქართველოს შესთავაზეს ტექნიკური დახმარება, კონსულტაციები და საერთაშორისო ექსპერტიზა.

„ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მიერ გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების გეგმის მიღებას. ვამაყობთ, რომ მხარი დავუჭირეთ საქართველოს ნახშირბადნეიტრალური ეკონომიკისა და ჭკვიანი ტექნოლოგიური განვითარების ხედვის ჩამოყალიბებაში და მზად ვართ, განვაგრძოთ თანამშრომლობა მისი განხორციელების უზრუნველსაყოფად“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,