ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მედიის მფლობელთა წინააღმდეგ აღძრულ საქმეებში უმაღლესი იურიდიული სტანდარტების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს
ნოემბერი 4, 2022

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მედიის მფლობელთა წინააღმდეგ აღძრულ საქმეებში უმაღლესი იურიდიული სტანდარტების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს


ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს უმაღლესი იურიდიული სტანდარტები მედიის მფლობელების წინააღმდეგ მიმართულ სამართლებრივ პროცედურებთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 ნოემბერს გადაწყვიტა, ძალაში დატოვოს საქართველოს ერთ-ერთი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებული ბრალდება 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შესახებ. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირმა განაცხადა, რომ ის ამ საქმეს ყურადღებით აკვირდება.

„ევროკავშირი ინდივიდუალური საქმეების კონკრეტული გარემოებების შესახებ კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან“, — ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესრელიზში.

აქვე ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი კვლავ სრულად მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს თორმეტი პრიორიტეტის შესრულებაში, რათა ქვეყანამ გაამართლოს თავისი მოქალაქეების იმედები ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით.

ამ კუთხით, ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტია „უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად — განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს“. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,