ევროკავშირი: საქართველომ რუსეთის სახიფათო თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე არ უნდა დაუშვას
მაისი 12, 2023

ევროკავშირი: საქართველომ რუსეთის სახიფათო თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე არ უნდა დაუშვას


ევროკავშირმა საქართველოს მოუწოდა, შეუერთდეს საავიაციო სექტორში ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და არ დაუშვას არასაიმედო რუსული თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ 11 მაისს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

10 მაისს რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვა მოხსნა.

პიტერ სტანომ განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა რუსეთის ავიაციას სანქციები დაუწესეს და არ უშვებენ ფრენებს რუსეთიდან, რუსეთში ან მისი ტერიტორიის თავზე.

„ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით“, — განაცხადა სტანომ. 

მან ასევე დაურთო, რომ ევროკავშირის სანქციების გამო რუსეთის საჰაერო ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება და მოდერნიზება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად. ამის გათვალისწინებით, სტანომ ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ არ უნდა დაუშვას სახიფათო რუსული თვითმფრინავები ქვეყნის ტერიტორიაზე. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,