ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მიესალმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ აღმასრულებელი დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას. მან ეს გადაწყვეტილება საქართველოში დეპოლარიზაციის მიმართულებით გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად შეაფასა.
მიშელი მიესალმება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასაც, რომ საქართველო აღარ შეეცდება „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღებას.
მან ასევე აღნიშნა, რომ „პოზიტიური ნაბიჯია“ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, მესამე მოსმენით მხარი არ დაუჭიროს დეოლიგარქიზაციის კანონს. მიშელის თქმით, საჭიროა ფოკუსირება სისტემურ მიდგომაზე, როგორც ეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებშია აღნიშნული. კომისიის შეფასებაში ვკითხულობთ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის „პერსონალური ზომები“ შეიძლება გამოდგეს „ანტიოლიგარქიული გავლენის სისტემის შემავსებლად და არა — ალტერნატივად“.
„ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა, პოზიტიური ბიძგია ცვლილებისთვის, რომელიც ევროპულ გზაზე წინ წასაწევადაა საჭირო“, — აღნიშნა შარლ მიშელმა და დასძინა, რომ „საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,